Thursday, June 24, 2010


გ უ რ ი ა


გურია დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. სახელწოდება „გურიის“ წარმომავლობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ივანე ჯავახიშვილი მას ქართველთა უძველეს სახელწოდებას „ჰიბერს“ უკავშირებს და აქედან ნაწარმოებად მიაჩნია „ეგრისი“ - „მეგრელი“ და „გურია“ - „გურული“.

გურია სამ რაიონს მოიცავს: ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის.

გურიაში საკმაოდ იყო განვითარებული სოფლის მეურნეობა. აქ მარცვლოვანი კულტურებიდან მოჰყავდათ ღომი და სიმინდი, ითესებოდა ბრინჯი და ბამბა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით გურულებს მრავლად მოჰყავდათ ნარინჯი, თურინჯი, ლიმონი, ზეთისხილი, ბროწეული და სხვა ხილი. გურიაში ოდითგანვე იყო განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობა. ვენახები მაღლად (ხეებზე აყვანილი) ჰქონდათ გაშენებული. საყოველთაოდ იყო განთქმული ჩხავერის ღვინო. მაღალ დონეზე იდგა მესაქონლეობაც.

ქართულ წერილობით წყაროებში გურია პირველად იხსენიება VIII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით. მემატიანე იუწყება, რომ მურვან-ყრუს შემოსევების ჟამს (735-738 წწ.) არაბთა უთვალავმა ლაშქარმა გაიარა „გზა გურიისა“ („ქართლის ცხოვრება“).

გურია უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული. სოფელ გურიანთაში აღმოჩნდა უძველესი ნამოსახლარი. ასეთივე ნამოსახლარი აღმოჩნდა სოფელ ანასეულში. აღსანიშნავია ვაშნარის ანტიკური ხანის ნაქალაქარი და ადრექრისტიანული ძეგლები, ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრები.

გურია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საერისთავო იყო. როცა XV საუკუნეში საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა, ჩამოყალიბდა გურიის სამთავრო, რომელმაც XIX საუკუნემდე იარსება. სამთავროს გურიელები განაგებდნენ. მათ ძირითადი რეზიდენცია ოზურგეთში ჰქონდათ.


გადადი

ტურიზმი გურიაში

მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში. ზღვის დონიდან 1926-2050 მ. ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით.


კლიმატი

კლიმატური თავისებურებები: ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2 °C), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4 °C). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 სთ. წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73%.

სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი. სეზონი - ივნისი-სექტემბერი.

ისტორია

ლეგენდის თანახმად კურორტის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მარო თურქემა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს კი ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი,მისივე სისხლით დააწერეს: "ბახ მარო" - ნახეთ თქვენი მარო.

ბახმაროს ჰაერის უნიკალური სამკურნალო თვისებები პირველად ამ მხარეში ზაფხულის საძოვრებზე ამოსულმა მწყემსებმა აღმოაჩინეს, როცა ჭლექით დაავადებული ერთ-ერთი მათგანი აქაურმა ჰაერმა სასწაულებრივად სწრაფად და საბოლოოდ გამოაჯანმრთელა.

ბახმაროში იმყოფებოდა ქართველო ეთნოგრაფი თედო სახოკია 1895 წელს. მისი აღწერით იმ დროს ბახმაროშისულ რამდენიმე სახლი თუ იდგა. ასავლელად გამოიყენებოდა საცალფეხო ბილიკები ვანისქედიდან, მეწიეთიდან, ვაკიჯვრიდან და ხევიდან. სამანქანო გზა ბახმაროს მიმართულებით XX საუკუნის 80-იან წლბში გაკეთდა.

ტურიზმი

საუკეთესო დრო დასვენებისთვის არის ივლისი და აგვისტო. 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ბახმაროში ყოველწლიურად იმართება დოღი და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები. 2009 წლის ივლისში საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დავალებით TC/Design Workshop-სის სამუშაო ჯგუფი ბახმაროს განვითარების გეგმის შემუშავებას შეუდგა [1]



ნაბეღლავი

სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: ნაბეღლავი, თავპანტა, ქვაბღა, ჩხაკოურა. მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 470 მ. სოფელში გადის კურორტ ბახმაროსთან დამაკავშირებელი გზა.

ნაბეღლავი არის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი. მოიპოვება ბორჯომის ტიპის მინერალური წყალი. სოფელში არის შ.პ.ს. "წყალი მარგებელის" ქარხანა.


wikipedia.org